Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა კინწურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 2006 წელს. მიწვევით მუშაობს თბილისის სხვადასხვა თეატრებში; 2009 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: შარლოტა (იუკიო მისიმა, "მარკიზა დე სადი"– რეჟ. მანანა ბერიკაშვილი), მთხრობელი ("ბედნიერი ერი" – რეჟ. მანანა ბერიკაშვილი), სელა ბოროხოვი (ედნა მაზია, "აკრძალული თამაშები" – რეჟ. მანანა ბერიკაშვილი), ვიკონტ დე ვალვერი (ედმონ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი" – რეჟ. დავით დოიაშვილი), ოსკარი (ერიკ ემანუელ შმიდტი, "წერილები ღმერთს" – რეჟ. მამუკა ტყემალაძე; თეზევსი, ობერონი (უილიამ შექსპირი, "(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი" - რეჟ. დავით დოიაშვილი), ფაშისტი ოფიცერი ("მუსიკის ჰანგები" – რეჟ. დავით დოიაშვილი); მაკდაფი (უილიამ შექსპირი, "მაკბეთი"– რეჟ. დავით დოიაშვილი), ოსვალდი (ჰენრიკ იბსენი, "მოჩვენებები" – რეჟ. მიშა ჩარკვიანი), მსახიობი (მაქსიმ გორკი, "ფსკერზე"– რეჟ. დავით დოიაშვილი), იასონი (ევრიპიდე "მედეა" – რეჟ. მიშა ჩარკვიანი), კატურიენი (მარტინ მაკდონა, "ბალიშის კაცუნა" - რეჟ. დავით დოიაშვილი), კაცი (სარა კეინი, "წყურვილი" - რეჟ. დავით ხორბალაძე), პეპე (პაოლო ჯენოვეზე, "თამაში" - რეჟ. გურანდა იაშვილი); მარჯანიშვილის თეატრი: სტარბაკი (რიჩარდ ნეში, "წვიმის გამყიდველი" - რეჟ. ლილი იოსელიანი); თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი: ჰამლეტი (უილიამ შექსპირი, "ჰამლეტი" - რეჟ. ამირან ამირანაშვილი); მარჯანიშვილის თეატრის სხვენი: ბიჭი (როლანდ შიმელპფენიგი, "ქალი წარსულიდან" – რეჟ. პაატა ციკოლია); თეატრალური სარდაფი: შარლი ("ჟანა დარკი" – რეჟ. ზურაბ ბეგლარიშვილი); კინომსახიობთა თეატრი: ჰამლეტი (იულიამ შექსპირი, "ჰამლეტი" – რეჟ. ამირან ამირანაშვილი); კინო და ტელევიზია: ბაბაზი ("ბაბაზი" – რეჟ. ივა ფეზუაშვილი); თედო ("თბილისი–თბილისი" – რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი); რიგლი ("უშენოდ მგონი მოვკვდები" – რეჟ. ლევან თუთბერიძე; ნიკა ("თბილისური " – რეჟ. თორნიკე ბზიავა); ცალთვალა ("ანოს და ვანოს თავგადასავალი" – რეჟ. ლევან დაბრუნდაშვილი); ირაკლი ("ყაზბეგელი მფრინავი" – რეჟ. ინეკე სმიტი); გიორგი ("სიყვარულის ბალადა" – რეჟ. ირაკლი კაკაბაძე); გადაცემა "აივანი" – წამყვანი (საზოგადოებრივი მაუწყებელი); გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავები" – წამყვანი (ტელეკომპანია "იმედი"); "ისწავლე ჯდს–თან ერთად" – წამყვანი (TV GDS); "ჯორჯიან დრიმერსი" – წამყვანი (TV GDS); "GDS დილა" – წამყვანი (TV GDS). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი: musictheatre.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |