შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შურა ნიკოლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის საფერშლო-სამეანო ტექნიკუმი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა ლილი იოსელიანისა და ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში. 1954-1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მსახიობი. 1960-1963წწ. მუშაობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. სპეციალურად მისთვის დაიწერა პიესა "გულისა". მონაწილეობდა სპექტაკლებში: "სიცოცხლის ტყვე", "რობინ ჰუდი", "აღარ გაიმეორებს", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "კინტო", "მოკვეთილი", "პალატა №7" და სხვ. 1963 წელს სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში, წერდა საბავშვო გასართობ სცენარებს. არის მოსკოვში, მინსკსა და კიევში გამართული სხვასდასხვა კონკურსების ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქროსა და ვერცხლის მედლებით. სოფიკო ნიკოლიშვილმა თავისი სამსახიობო მოღვაწეობა დაასრულა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საიდანაც გავიდა დამსახურებულ პენსიაზე. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ლეგენდებს, თარგმნიდა კლასიკოსთა ნაწარმოებებს, გალექსილი აქვს 150 იგავ-არაკი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.159 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |