The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანო შიუკაშვილი

ანო შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1939  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

პირველი კურსის სტუდენტი უკვე მწერალთა კავშირის წევრი იყო. ლექსებს წერდა ბავშვობიდან: ეგნატე ნინოშვილის 70 წლის საიუბილეოდ, სიყვარულზე, აკაკი წერეთელზე და სხვ., იბეჭდებოდა სასკოლო ჟურნალებში. მოგვიანებით დაიწყო მონოგრაფიებისა და რეცენზიების წერა. დააპატიმრეს 1937 წელს (მიზეზი იყო მიხეილ ჯავახიშვილის მიერ "არსენა მარაბდელზე" გაკეთებული წარწერა: "ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს ანო შიუკაშვილს"), გადაასახლეს ურალში, სადაც დაიღუპა.  

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.181


გააზიარე: