The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ პოპიაშვილი

ავთანდილ პოპიაშვილი
Date of birth:5 March, 1944
Date of death:15 February, 1998  (at 53 years)
Category:Scientist, Educator, Politician, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს; 1970-1977წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1973 წლიდან ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. მისი კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო გერმანული კლასიკური ფილოსოფია. იგი ეროვნული პრობლემატიკისა და პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი სტატიისა და პუბლიცისტური წერილის ავტორია. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირიხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მის მშობლიურ სკოლას სოფელ გამარჯვებაში 1998 წლის 1 სექტემბრიდან ეწოდა ავთანდილ პოპიაშვილის სახელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.143; საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 291

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Bibliography


Share: