Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან რამიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის სპეციალობით 1980 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა - 1983 წელს. 1984-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის ლაბორანტი; 1988-2000წწ. - ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემების შემსწავლელი ს/კ ჯგუფის უფროს მეცნიერ თანამშრომელი; 1997-2004წწ. - საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული მართვის სამსახურის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 2000-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; 2004-2006წწ. - ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2007-2008წწ. - IB-ევროკავკასიური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2008-2010წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2010-2012 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. მუშაობს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, თეორიული ფილოსოფიის, ჰერმენევტიკისა და სოციოლოგიის პრობლემებზე. იკვლევს აგრეთვე ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის პრობლემებს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ფილოსოფიის ზემოხსენებულ დარგებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვითშემეცნების ფილოსოფიური პრობლემა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანი და ხვედრი (დროის მეტაფიზიკა )", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.145; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |