Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ რეხვიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1968 წელს. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია სუბიექტის არაცნობიერი და ცნობიერი, მიზანშეწონილი და მიზანდასახული აქტივობის პრობლემა. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე იგი აწარმოებს რაციონალისტური და ირაციონალისტური შეხედულებების ფილოსოფიურ ანალიზს, სუბიექტის გააზრებულ აქტივობას განიხილავს ინტუიციასა და განწყობასთან მიმართებაში. სუბიექტის აქტივობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სიცოცხლის საზრისის გარკვევა, ღირებულებათა წვდომა და თავისუფალი მოქმედება, სადაც, აზროვნებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობა და ინტუიცია. მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1993). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.145-146 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |