The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რუსია

დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:2001  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშია რაიონი.

1938 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1941-1944წწ. იყო გაწვეული ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1945 წელს; 1947-1950წწ. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში; ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1961 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. მისი მეცნიერული კვლევის სფეროში შედიოდა ლოგიკისა და სოციალური ფილოსოფიის საკითხები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.148

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: