The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სტამბოლიშვილი

მიხეილ სტამბოლიშვილი
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1970  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეღვა, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა აჭარის პედაგოგიური სასწავლებელი 1928 წელს; 1931 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის სპეციალობით; მომდევნო წლიდან სასწავლებლად გაიგზავნა მოსკოვში ფილოსოფიის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მეორე კურსზე.

1936 წელს დაბრუნდა ბათუმში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; 1938 წლიდან სამასწავლებლო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ დაინიშნა, პარალელურად, 1941-1943წწ. სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი იყო. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარ სფეროს შეადგენდა საზოგადოების განვითარების კანონზომიერება, საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების მიმართულებანი, შესაძლებლობისა და სინამდვილის კატეგორიები. გამოქვეყნებული ჰქონდა 60 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 3 მონოგრაფია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მიხეილ სტამბოლიშვილის საპატივცემულოდ 2007-2008 სასწავლო წელს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 42-ე აუდიტორიას ეწოდა მიხეილ სტამბოლიშვილის კაბინეტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შესაძლებლობისა და სინამდვილის საკითხი ფილოსოფიაში", დაიცვა 1943 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1968 წელს (კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.152-153; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: