შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიქაელ მახმუდოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დმანისი. დაამთავრა ჩრთილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით 1950 წელს. 1944 წელს პროკურატურის მდივანი; 1950-1952წწ. დმანისის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომელი; 1952-1954წწ. დმანისის ფისკულტურისა და სპორტის თავმჯდომარე; 1956-1957წწ. სამშენებლო ორგანიზაცია; 1957-1966წწ. დმანისის რუსული სკოლის დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში; 1957 წელს დმანისის სახანძრო განყოფილების თავმჯდომარე; 1966 წელს სამშენებლო მასალების გამყიდველი; 1967-1969წწ. დმანისის მომხმარებელთა კავშირი; 1969-1970წწ. დმანისის სასოფლო-სამეურნეო სამმართველო; 1971-1973წწ. აღმასკომის სოცუზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი; 1973-1975წწ. საყოფაცხოვრებო მომსახურეობის განყოფილების გამგე; 1973-1974წწ. დმანისის მომხმარებელთა კავშირის კადრების ინსტრუქტორი; 1974-1987წწ. მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე; დმანისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავნმჯდომარე; 1990-1992წწ. დალლარის საშუალო სკოლის სამხედრო მომზადების მასწავლებელი; 1992-1993წწ. ვაკის არასრული სკოლის მასწავლებელი; 1993 წელს ვაკის არასრული სკოლის დირექტორი; 1994-1995წწ. დმანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების გამგე; 1998-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |