Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ტაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს; 1948 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრაზე, შემდეგ გორისა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1956-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1982 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების გამგე. იგი იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემებს. მისი აზრით, ადამიანის შინასამყაროს მაღალი ფენა არის განვითარების ახალი დონე და თავის შემადგენლობაში მოხსნილი სახით შეიცავს დაბალს, რის გამოც აზრს კარგავს "მაღალისა" და "დაბალის" დაპირისპირება. სუბიექტის არსს ქმნის არა თავისთავადი ობიექტური ღირებულებანი, არამედ მათი გარდაქმნა სუბიექტურ მოთხოვნილებებად, ქცევის მოტივად, ადამიანის შემოქმედებაც ობიექტური ღირებულებების აღმოჩენას უკავშირდება. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.154 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |