The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ფანცხავა

ილია ფანცხავა
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1986  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს; სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, ქ. მოსკოვში.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დროის მცირე მონაკვეთის გამოკლებით, მოსკოვში მიმდინარეობდა. 1946 წლიდან იგი მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო; 1959 წელს გადავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ათეიზმის თეორიისა და ისტორიის კათედრას; კითხულობდა საერთო და სპეცკურსებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1974 წლიდან იყო ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. მის მეცნიერულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან რუსულად თარგმნა პეტრიწის ორიგინალური ნაშრომი - "კომენტარები პროკლეს ფილოსოფიაზე", რომელიც ორჯერ გამოიცა - პირველად 1941 წელს თბილისში, ხოლო მეორედ - მოსკოვში 1984 წელს - ფილოსოფიური მემკვიდრეობის სერიის 91-ე ტომში. საკუთრივ პეტრიწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მან დამოუკიდებელი ნაშრომი მიუძღვნა (1982). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.160-161; Философский факультет МГУ имени М.В. Ломоносова: facebook.com/philos.msu

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: