შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ფანჯიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიისა და ათეიზმის სპეციალობით. 1996 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგედ. მეცნიერულ კვლევა-ძიებას ეწევა რელიგიათმცოდნეობის პრობლემებზე. ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995), რელიგიათმცოდნე. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |