Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ფანჯიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიისა და ათეიზმის სპეციალობით. 1996 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგედ. მეცნიერულ კვლევა-ძიებას ეწევა რელიგიათმცოდნეობის პრობლემებზე. ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995), რელიგიათმცოდნე. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |