The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ კიკნაძე

არჩილ კიკნაძე
Date of birth:16 March, 1915
Date of death:27 June, 1967  (at 52 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხერი, ქუთაისის გუბერნია (ახლ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1940 წელს.

ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკიდან დაიწყო; 1937 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდიდან ("ЗИИ") თბილისის "დინამოში" გადაიყვანეს, სადაც მცირე დროის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი; 1937–1949წწ. იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას; ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს მცველად. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის დამსახურებას გუნდის წინაშე მისი ბოლო საფეხბურთო სეზონის (1949) განმავლობაში, როდესაც იგი არჩეულ იქნა გუნდის კაპიტნად; იყო საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1940), საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1946), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1946), საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1947), საბშოთა კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1952, 1956–1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელად (1950–1953, 1958–1960, 1964–1966); 1961–1963წწ. წვრთნიდა თბილისის "სინათლეს". მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელებმა 1950 და 1951 წლების სსრ კავშირის პირველობაზე გაიმარჯვეს, ხოლო თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა 1954 წლის საკავშირო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა; არჩილ კიკნაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მიხეილ მესხის, შოთა იამანიძის, ალექსანდრე და სერგო კოტრიკაძეების, თენგიზ მელაშვილის, დოდიკ ხუნდაძისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების აღზრდასა და დაოსტატებაში. ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე.

წყარო: ფეხბურთელთა მომავალი თაობის აღმზრდელი : ა. კიკნაძე / ა. სოკოლოვი, ბ. პაიჭაძე //ლელო . - თბილისი, 1950. - 10 თებერვალი. - N6.-გვ.3 (dspace.nplg.gov.ge);  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 29

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1948 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: