The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ხაბურძანია

ვალერიან ხაბურძანია
Date of birth:5 July, 1964  (60 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 1989 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1992 წელს.
1985-1987წწ. გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანის სსრ-ში; 1992 წელს დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1992-1997წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსი); 1997-2001წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოში; 2001 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2001-2004წწ. იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. ეს თანამდებობა ეჭირა მას ვარდების რევოლუციის (პრეზიდენტის აბდიკაციის) დროს; 2004 წლის თებერვალში გადაივანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე; 2005 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას; არის დამფუძნებელი შპს "გლობალ სექიურითის", ეწევა უსაფრთხოების უზრუნველყოფას; 2011 წლიდან (რუსეთი) სსკ "სისტემა", "რეგიონი" ვიცე-პრეზიდენტია უსაფრთხოების საკითხებში; 2015 წლიდან "ვექტორფარმი" (რუსეთი-შვეიცარია) გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, ადვოკატი.


Share: