შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მაზრა. 1857 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა აღმოსავლურ ფაკულტეტზე; მსახურობდა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვში ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და მოსკოვის უნივერსიტეტში; ვარშავაში ყოფნის დროს ილია ჭავჭავაძეს მიაწვდინა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი "სამგზავრო წერილები" (დაიბეჭდა "საქართველოს მოამბეში", N7, 1963 წ.), მასში გამოხატავდა თერგდალეულთა შეხედულებებს. ნაკაშიძეს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ პოემები "მეფე დიმიტრი თავდადებული" და "ქართვლის დედა". ილია ნაკაშიძის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. -გვ. 302; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |