The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ქებურია

დავით ქებურია
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2003  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში (ამჟამად - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის) განყოფილების გამგედ. მის ნაშრომებში გამოკვლეულია დიალექტიკური ლოგიკის აქტუალური საკითხები. ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართულ და რუსულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: