შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენორი ქვაჩახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით - 1952 წელს. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი ინიციატივით დაარსებული გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ლოგიკის, ესთეტიკის, ზოგადი და გამოყენებითი სოციოლოგიის პრობლემებს. ავტორია 70-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაშრომისა, მონაწილეობდა სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.165-166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |