შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ქუთელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს; მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (МИФЛИ) - 1935 წელს. 1937 წლიდან კითხულობდა მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის კურსს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1943-1952წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე; 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938-1945წწ. - ჟურნალ "ბოლშევიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1945-1951წწ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, შემდეგ დირექტორი; 1952-1953წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1953-1956წწ. ამავე ინსტიტუტში დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგე; 1957-1961წწ. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის დოცენტი; 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - იქვე ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა ფილოსოფიის, ესთეტიკის, XIX საუკუნის ქართული და რუსული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს, კერძოდ, მან გამოიკვლია სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა; ი. ჭავჭავაძე წარმოადგინა, როგორც რევოლუციური დემოკრატი საქართველოში. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ვაჟა-ფშველას, აგრეთვე აკაკი წერეთლის მსოფლმხედველობრივი და სოციალურ-პოლიტიკური იდეების შესახებ. იგი იკვლევდა აგრეთვე XIX საუკუნის რუსი რევოლუციონერი დემოკრატების ბ. ბელინსკის, ნ. ჩერნიშევსკის, ა. გერცენის მსოფლმხედველობას, ეწეოდა სარედაქციო მუშობას. მისი რედაქციით გამოიცა ქართულ ენაზე მარქსის, ენგელსის, ვ. ლენინის თხზულებანი, აგრეთვე ჰეგელის (ტ. I), ფოიერბახის, ბელინსკის, ჩერნიშევსკის, პლეხანოვის ფილოსოფიური თხზულებანი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.170-172 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |