შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე შიუკაშვილი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაიოანე შიუკაშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იყო პატარა კახის კარის ეკლესიის დეკანოზი, სადაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იღვაწა. მის ოჯახში სხადასხვა დროს სტუმრად ყოფილან ცნობილი და სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ანტონ ფურცელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ. იოანე შიუკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მის მიერ 1916 წლის 26 მარტს დაწერილი წერილი ინახება დიდი მეცნიერის არქივში, მიმოწერა ჰქონია აგრეთვე მოსე ჯანაშვილთანაც (ხელნაწერთა ინსტიტუტი, №1458; ლიტერატურის მუზეუმი, №21695). 1890 წელს თელავში, მის მიერ დიმიტრი ბაქრაძის პანაშვიდზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიის" 1890 წლის №42. 1897 წელს იოანე შიუკაშვილს ცნობილი მჭერმეტყველური სიტყვა წარმოუთქვამს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჭავჭავაძის ცხედრის გამოსვენებისას. მის მეუღლეს, ანა აბრამიშვილს დედის (ჩერქეზიშვილების) ოჯახიდან ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მათი ოჯახის უმთავრესი ინტერესის საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა. დრამატურგ ნიკო შიუკაშვილის მამა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.179 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |