შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1913 წელს და ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში "კომუნისტი", "კოლექტივიზაცია" და სხვ. როგორც ქართული ენის უზადო მცოდნე, მუშაობდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში. იყო მოყვარული და თვითნასწავლი მოჭადრაკე. 1926 წელს მ. ს-ძე-ს სახელით გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო სახელწოდებით "ჭადრაკი". იგი დაესწრო 1937 წლის გაზაფხულზე თბილისში გამართულ სსრ კავშირის X საჭადრაკო ჩემპიონატს. დააპატიმრეს 1937 წლის 22 დეკემბერს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური შეხუდელებები და კონტრრევოლუციური საქმიანობა. იგი თითქოს 1933 წელს შევიდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ დივერსიულ-მავნებლურ-მეამბოხე სოციალ-ფედერალისტურ ორგანიზაციაში, რომ პირადად ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით. მოჭადრაკე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.171; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |