The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა როსტომაშვილი

შოთა როსტომაშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1982  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტი 1933 წელს. 1934-1940წწ. იყო ახმეტის, ახმეტის რაიონის სოფელ მატანისა და ნაფარეულის სკოლების დირექტორი; დიდი სამამულო ომის წლებში ახმეტაში პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე. 1953 წელს დაბრუნდა თელავის რაიონში, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთში "კოლმეურნის ხმა"; 23 წლის მანძილზე იყო გაზეთ "ალაზნის განთიადის" უცვლელი რედაქტორი. საქართველოს სსრ მიღწევათა გამოფენის მონაწილე. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.166

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირის გურჯაანის განყოფილება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირის პლენუმი, წევრი (1958-)
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურის კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: