The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა რჩეულიშვილი

შალვა რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1999  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სპეცსკოლა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში.

მუშაობდა ტრესტ "საქკონსერვხილბოსტნსისტემაში" იურისკონსულტად, იურიდიული განყოფილების გამგედ, შემდეგ კი იგივე სისტემაში სამეურნეო ხელმძღვანელად - ჯერ თბილისის ლიმონათის ქარხნის, ხოლო შემდეგ წვენებისა და სასურსათო კონცენტრატების კომბინატის დირექტორად, თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატის დირექტორად. 43 წლის ასაკში დაუბრუნდა თავის ძირითად პროფესიას, დაიწყო ადვოკატად მუშაობა და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად იქცა. შალვა რჩეულიშვილის მამა ვახტანგ რჩეულიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, რომელიც 1934 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხოლო დედა თინათინ დიდიძე ცრუ დასმენით 1937 წელს დააპატიმრეს. შალვა რჩეულიშვილი გაზარად ბებიამ, ივანე ჯავახიშვილის დამ, ალექსანდრა ჯავახიშვილმა. შალვა რჩეულიშვილის მეუღლე ლიდა ბელიავსკაია, პროფესიით იურისტი, იყო ცნობილი თბილისელი ვექილის ვლადიმერ ბელიავსკის ქალიშვილი. ადვოკატი, პოლიტიკოს ვახტანგ რჩეულიშვილის მამა.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.167


გააზიარე: