The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მახარაძე

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1920  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში; 1918 წელს სამეგრელოში ამზადებდა აჯანყებას ალექსანდრე გეგეჭკორთან და შალვა ასკურავასთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ; 1919 წლის ოქტომბრის ბოლოს პარტიამ გაიწვია მოსკოვში; საბრძოლო დავალებით გაგზავნეს ბაქოში. ის დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა საქართველოში, სადაც ასევე დააპატიმრს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1920 წლის თებერვალში გაიქცა; მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრი გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც დაიღუპა ერთ-ერთი შეტაკების დროს. რევოლუციონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, - თბ. 1983. - გვ. 516

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კონუნისტური პარტიის წევრი (1916-)

გააზიარე: