შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს, შემდეგ - ასპირანტურა. 1955-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს და ბოლოს წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. იგი ფართო ერუდიციის მკვლევარი იყო. ძირითადად იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს (ანტიკური, ესთეტიკა, კანტის ესთეტიკა და სხვა), რომელსაც არაერთი სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა. ეწეოდა აგრეთვე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა და გამოსცა მ. კაგანის დიდტანიანი სახელმძღვანელო ესთეტიკაში - "მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა" (1984). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.176 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |