The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტა შენგელია

დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1994  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფილოსოფიის სპეციალობით.

1952 წლიდან ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1989 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (1993 წლამდე სოხუმში, შემდეგ - თბილისში). სიცოცხლის ბოლომდე ამუშავებდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემებს, რომელსაც მან მიუძღვნა ორი სოლიდური მონოგრაფია. გარდა ამისა, იყო მრავალი სამეცნიერო პუბლიცისტური სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1960).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.177

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: