შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერონტი შუშანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თიანეთი, თიანეთის რაიონი (ახლანდელი დაბა თიანეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1968 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული ინტერესი ძირითადად მიმართულია ეთიკისა და ღირებულების პრობლემებისადმი, დგას ღირებულებითი ეთიკის პოზიციებზე. მისი თვალსაზრისი ენათესავება ფონ რინტელენის აქსიოლოგიურ თვალსაზრისს. იგი ავტორია რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.179 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |