შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ მებუკე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიდო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1968-1970წწ. მე-13 ტრესტის პირველი სამმართველო, მშენებლობი სამინისტრო, მუშა; 1976-1982წწ. სოფელ ივანდიდის საექიმო ამბულატორიის გამგე; ხონის რაიცენტრალური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1982); 1982-1995წწ. ხონის რაიონისა და რაიცენტრალური საავადმყოფო, მთავარი ექიმი; 1995-1997წწ. ჯანდაცვის რაიონული სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი; 1995-1997წწ. ჯანდაცვის მართვის საკოორდინაციო რაიონული ცენტრის დირექტორი; 1998-1999წწ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხონის რაიონული ცენტრის უფროსი; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №55 ხონის საარჩევნო ოლქიდან (უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე ადრე); 2001-2004წწ. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი; 2004-2007წწ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარის მოადგილე; 2014-2017წწ. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. წყარო: საქართველო9ს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.247 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |