Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მეგრელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტიქნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე: 1972-1976წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის დისტანცია, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის ელექტრომექანიკოსი, უფროსი ელექტრომექანიკოსი; 1976-1978წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნო, გამოთვლითი მანქანების ტექნიკური მომსახურეობის ჯგუფის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1978-1980წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნო, ინსტრუქტორი; 1981-1983წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტი, ინსტრუქტორი; 1983-1985წწ. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტი, განყოფილების გამგე; 1985 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილება, ინსტრუქტორი; 1985-1991წწ. სახალხო დეპუტატთა ხელვაჩაურის რაიონული საბჭოს აღმასკომი, აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტი, მდივანი; 1991 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის კანცელარიის უფროსი; 1991-1992წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შტაბის უფროსი; 1992-1993წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი, თავმჯდომარე; 1993 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ეკ. რეფორმებისა და საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისია, წამყვანი სპეციალისტი; 1995-1998წწ. სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე; 1998-1999წწ. დემოკრატიული აღორძინების კავშირი, პოლიტიკური მდივანი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.247 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |