The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ციმინტია

Date of birth:1926  (99 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1947 წელს; ასპირანტურა - 1950 წელს.

1950-1955წწ. და 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1991 წლიდან იყო თბილისის პოლიტოლოგია-სოციოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის რექტორი, შემდეგ საპატიო რექტორი. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ პერიოდში დაინტერესებული იყო გნოსეოლოგიისა და ისტორიული მატერიალიზმის პრობლემებით. ამ პრობლემებზე მუშაობამ იგი ონტოლოგიამდე მიიყვანა. ფილოსოფიის ამ სფეროში მან გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი. მას მიაჩნია, რომ ტერმინი "ფილოსოფია" ცოდნის არავითარ ობიექტზე არ მიუთითებს, ამიტომ იგი უნდა შეცვალოს ეინოლოგიამ - ყოფნის თეორიამ, რომელიც, მისი აზრით, სამყაროს არსებობის (ყოფნის) პირობებსა და პრინციპებს სწავლობს. ეინოლოგია სამი ნაწილისაგან შედგება: სუბსტრატოლოგია, არხელოგია და ფუნდამენტოლოგია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.185

Bibliography


Share: