Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი (ჟორეს) ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. 1944 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1948 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივებით; 1956 წელს რეაბილიტაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ფილოსოფიის ფაკულტეტზე, დაამთავრა 1957 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში; დ. უზნაზის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1989-1993წწ. იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი; "საღვთისმეტყველო კრებულის" რედაქტორი; ბოლო წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა რელიგიის ფილოსოფია და ჰერმენევტიკის პრობლემები. იგი იზიარებს იმ აზრს, რომ ღმერთი არის პიროვნება, ხოლო ადამიანი არის ღვთის ხატი. ადამიანი პიროვნებად ხდება სხვა ადამიანთან მიმართებასა და მასთან დიალოგში. დიალოგი არის ლოგოსი, ლოგოსი არის ღმერთი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.187-188 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |