The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა გუჯეჯიანი

ნიკა გუჯეჯიანი
Date of birth:18 June, 1992
Date of death:15 March, 2019  (at 26 years)
Category:Designer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლება: 1998 - 2010 წწ. – თბილისის N1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა; 2010-2014 წწ. – სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტი; 2014-2016 წწ. - Miami Ad School Europe, Art Direction.

სამუშაო გამოცდილება: 2019 - კრეატიული დირექტორი, "ალდაგი", თბილისი, საქართველო; 2016-2019 წწ. - კრეატიული დირექტორი, საქართველოს ბანკი, თბილისი, საქართველო; 2015 - არტ დირექტორი, BETC, პარიზი, საფრანგეთი; 2015 - არტ დირექტორი, Proximity BBDO, ბერლინი, გერმანია; 2015 - არტ დირექტორი, Y&R Prague, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2013-2014 წწ. დიზაინერი, BetterFly | DDB, თბილისი, საქართველო; 2012-2013 წწ. დიზაინერი, JWT Metro, თბილისი, საქართველო; 2011 არტ დირექტორი, Windfor’s Communications, თბილისი, საქართველო.

ნიკა გუჯეჯიანი ბევრი საინტერესო ინიციატივის, იდეის და პროექტის შემქმნელი, ავტორი და თანაავტორი იყო: "წერე ქართულად", ანიმაციური ფილმები ქართულ ანბანზე და ქართულ რაგბიზე; პროექტი-სერიები, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი - "გამოფინე დროშა. 26 მაისი", სარეკლამო- საინფორმაციო ვიდეო-რგოლების სერია საქართველოში პირველად მომხდარი მოვლენების, ქალების, ცნობილი ადამიანების, სიტყვების მნიშვნელობის, ქართული ფილმების და ფულის შესახებ; საქართველოს ბანკის ახალი ლოგოს შექმნა; ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიით 3D პრინტერზე დაბეჭდილი ქართული ქვევრის, "Qvevri-XYZ." და სხვ. ნიკას სახელის უკვდავსაყოფად: Miami Ad School-ის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწესდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. ყოველწლიურად ერთი ქართველი სტუდენტი, სწავლისა და ცხოვრების 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Miami Ad School-ში; კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში დააწესა "ნიჭიერი მარკეტოლოგის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდების ინსპირაციის მიმცემი გარემოს შექმნისათვის"; "ჯორჯია კაპიტალის" ინიციატივით "რედბერისათვის" გამოყოფილ საინვესტიციო ფონდს მიენიჭა ნიკა გუჯეჯიანის სახელი; საკომუნიკაციო სკოლამ Tbilisi School communication- მა ინოვაციური სტარტაპების თანამშრომელთათვის დააწესა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის გრანტი - სტიპენდია. ნიკასადმი მიძღვნილი არა ერთი საინფორმაციო ვიდეო - რგოლი შექნეს საქართველოს ბანკმა, Marketer ge, JVT Metro, Movement TV, Miami Ad Scool Europe, Ad Black Sea - internacional Festival of Creativity, Batumi 2019. დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.


Share: