შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის წოწონავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის ვ.პ. პოტიომკინის სახელობის საქალაქო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა - 1953 წელს; 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1969 წელს - სადოქტორო დისერტაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში; 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს, აქსიოლოგიის საკითხებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.196 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |