The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხასაია

ზურაბ ხასაია
დაბადების თარიღი:1949  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნატარღალი, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2004 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მრავალი სამეცნიერო სტატია და პოეტური კრებულები. მისი ფილოსოფიური ნაშრომების მთავარი თემაა არსებობის საზრისის პრობლემა, ხოლო ამ პრობლემის მთავარი ასპექტია - ადამიანის არსებობა. კერძოდ, კონკრეტულ არსებობას აზრი არა აქვს, რადგან საფუძველი არა აქვს საკუთარ თავში, ამიტომ აზრი აქვს მხოლოდ განუსაზღვრელ ყოფნას, არარას. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება, საბოლოოდ, უსაზრისობის გაცნობიერებაა. ჩვეულებრივ, ცხოვრების საზრისი ფიქციაა, ხოლო ნამდვილი, უმაღლესი საზრისი ასკეზაა, სიცოცხლისგან განდგომა, რომელიც იწყება "თავისუფალი ჭვრეტით" და მთავრდება "უმოქმედობით". ამ თვალსაზრისს იგი "მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს" უწოდებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.203; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: