Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდე ჯახაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1956 წელს. 1961 წელს დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე; 1977-1978წწ. მუშაობდა ბულგარეთში, კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის სოფიის უნივერსიტეტში; 1983-1986წწ. - კომენსკის სახელობის ბრატისლავის უნივერსიტეტში; 1980-1993წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (სოხუმში), შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (თბილისში) ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია გნოსეოლოგიის, მეცნიერებათმცოდნეობისა და კოსმოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ფილოსოფიის დარგში ჩამოაყალიბა იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში არსებობს და პარალელურად ვითარდება ფილოსოფოსობის სამი ძირითადი ნაირსახეობა: მეცნიერული (სციენტისტური), ანთროპოლოგიური (ეგზისტენციალური) და რელიგიური (თეოლოგიური) ფილოსოფია, რომლებიც სხვადასხვანაირად ორიენტირებულ ადამიანთა მსოფლმხედველობრივ მისწრაფებას აკმაყოფილებენ. თვითონ დგას მატერიალისტურად ორიენტირებული მეცნიერული ფოლოსოფიის პოზიციებზე. ავტორია 200-ზე მეტი პუბლიკაციისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ბულგარულ, სლოვაკურ, ჩეხურ ენებზე, მათ შორის, მონოგრაფიებისა, დამხმარე სახელმძღვანელოებისა ფილოსოფიაში, ფუტუროლოგიური რომანისა "Записки Дмитрия Киртадзе" და პოეტური კრებულებისა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.209-210 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |