Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჯუღელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1945 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში - ასპირანტურა. 1949 წლიდან იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1951-1966წწ. - ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა შემეცნების თეორიისა და ცნობიერების პრობლემა. ცნობიერება იდეალურია, ამიტომ იდეალურის ბუნების გამოკვლევა იმავე დროს ცნობიერების გამოკვლევას წარმოადგენს. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებდა იდეალურის ონტოლოგიურსა და გნოსეოლოგიურ ასპექტებს. იდეალური, ამტკიცებს იგი, სუბიექტურისა და ობიექტურის დიალექტიკური ერთიანობაა, რაც მას ობიექტური სამყაროს სუბიექტურ ასახვად ხდის. იდეალურის შინაარსი ობიექტურია, ხოლო სუბიექტში მისი გამოსახვის ფორმა რელატიური. რელატიურობა, ანუ სუბიექტურობა, იდეალურის გნოსეოლოგიურ დახასიათებას წარმოადგენს. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.217-218 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |