The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია ორლოვსკაია

ნატალია ორლოვსკაია
Date of birth:29 March, 1920
Date of death:11 May, 2014  (at 94 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს კლასი. 

1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. კითხულობდა ლექციების კურსს "საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია", "XVIII-XIX საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორია". მუდმივად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში: მოსკოვი, ლენინგრადი, ოდესა, კიევი, მინსკი. მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. დასავლეთ ევროპის ლიტერატურის სპეციალისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თეკერეის შემოქმედება”, დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.comgeni.com; რუსული კლუბი: rcmagazine.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: