შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჩოლარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1966 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საიჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1984 წელს. 1966 წელს შრომითი საქმიანობა რიგით მატროსად შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს ნავთობსატანკერო ფლოტის ნოვოროსიისკის სამმართველოს გემებზე დაიწყო, იქვე გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი და კაპიტნის მეოთხე, მოგვიანებით კი მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე: «Свердловск»-ზე, «Белград»-ზე და «Генерал Бочаров»-ზე; 1967 წელს, საქართველოში საზღვაო სანაოსნოს დაარსებისთანავე გივი ჩოლარია სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას უკვე კაპიტნის უფროსი თანაშემწის პოზიციაზე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Акташ»-ზე განაგრძობს; 1968 წელს იმყოფებოდა ფინეთში აგებული ახალი ტანკერის - «Адигени»-ის მიღებაზე, 1975 წელს კი 28 წლის ასაკში ამავე გემის კაპიტანი გახდა და მომდევნო წლებში სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟსაც მეთაურობდა; 1985 წელს იუგოსლავიის (ხორვატეთი) პორტ სპლიტის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი გემი, ტანკერი «Давид Бакрадзе»; 1986-1993წწ. საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილის საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების განხრით. კაპიტნად ცურავდა არაერთი უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე, ძირითადად ტანკერებზე, 2012 წლიდან დღემდე კი კაპიტან - კოორდინატორად საქმიანობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |