The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხავლოშვილი

ზურაბ ხავლოშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2009  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1960 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) შტურმან - გემთწამყვანის სპეციალობით 1974 წელს.

1960 წელს ცურვა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე დაიწყო; იყო რიგითი მატროსი, კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწე; 1975 წელს საზღვაო ფლოტის საკავშირო სამინისტროს კოლეგიაზე დამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 1980 წლიდან ზურაბ ხავლოშვილი სამშობლოში ბრუნდება და 2000 წლამდე კაპიტნის რანგში საქართველოს სზღვაო სანაოსნოს გემების, ძირითადად მადანმზიდების (ბალკერების) ეკიპაჟებს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: