The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე კეჟერაძე

ელენე კეჟერაძე
სხვა სახელი:გოცა კეჟერაძე
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1992  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალობით 1934 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ფსიქოლოგიის სპეციალობით. პარალელურად მუშაობდა საბავშვო ბაღში პედაგოგად.

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა პედაგოგიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1938 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც დ. უზნაძე ხელმძღვანელობდა; 1941-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მუშაობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვის ფსიქოლოგიის განყოფილებაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის სიმბოლური ცნობიერების ფორმირების კვლევაში. მისი ექსპერიმენტები ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების მხრიდან. მის მიერ ბავშვის გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც წესი გაანალიზებული იყო უზნაძიესული განწყობის თეორიის საფუძველზე, რამაც განაპირობა მისი ნაშრომებით ცნობილი უცხოელი მკვლევარების დაინტერესება; მათ შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი; მონაწილეობდა როგორც საკავშირო ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში (მოსკოვი, პეტერბურგი, კიევი). მის ნაშრომებს არაერთი დადებითი გამოხმაურება აქვს მიღებული ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოებიდან (მაგ. აშშ ბრუკლინის მსოფლიო ფსიქოლოგთა შესწავლის ცენტრი). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. 

დისერტაციის თემა - "მეხსიერების განვითარება სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში", დაიცვა 1949 წელს.

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - წითელი დროშის ორდენი
  • 1947 - მედალი "მამაცური შრომისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: