შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ პატარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს. მუშაობდა კორნელი კეკილიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში; იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე; 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს; მისი წიგნი "ქართული ასომთავრული" 1980 წელს საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა. ვინაიდან ის საბავშვო გამომცემლობა იყო, წიგნმა საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლა მარტივად მოახერხა. თუმცა გამოცემიდან მალევე საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაიგეს, თუ რა საოცარი ანბანი ჰქონიათ ქართველებს და რა სიმაღლეზე ჰყავდა აყვანილი ამ დამწერლობას საქართველო. ამის შედეგად წიგნების გავრცელება შეიზღუდა, გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო წიგნის ავტორი რამაზ პატარიძე პრაქტიკულად ჩამოშორებულ იქნა სამეცნიერო საქმიანობიდან. 2018 წელს "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული "ქართული ასომთავრულის" განახლებული ვერსიის მიხედვით ნებისმიერი მკითხველი ადვილად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ზოგადად ანბანი კაცობრიობისათვის, მის მოკლე ისტორიას და იმასაც, თუ რა არის მსოფლიოში არსებულ ანბანებთან შედარებით ქართული ასომთავრულის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და უნიკალურობა. ასომთავრულ ანბანში ასო-ნიშნების სახელდება, დაჯგუფების პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები, გრაფიკული მოხაზულობა და მათემატიკურ-გეომეტრიული რაობა განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში წარმართული ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, შუამდინარეთის და ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციების მიგნებათა სინთეზი და ქართველების მიერ უზუსტესი კალენდარული სისტემის შექმნის ისტორია. გაშიფრა "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანში" წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ამბები.GE: ambebi.ge; sputnik-georgia.com; youtube.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |