The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისია ჩხუბიანიშვილი

ცისია ჩხუბიანიშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის ქალთა პირველი საშუალო სკოლა და ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა 1954 წელს. 1954-1959წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის სპეციალობაზე.

მონაწილეობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში. 1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა მავნე მწერებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის, დეკორატიული მცენარეების დაცვას გარემოსათვის უსაფრთხო მიკრობიოლოგიური საშუალებებით. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მწერების ვირუსულ პათოლოგიაში (ამ საკითხს იგი იკვლევდა გამოჩენილი გენეტიკოსის, აკადემიკოს ს. გერშენზონის ხელმძღვანელობით, ქ. კიევი). ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ პირველად საქართველოსათვის "სასარგებლო ვირუსების" ძიება აღნიშნულია ს. გერშენზონის მონოგრაფიაში - С. М. Гершензон "Тропой Генетики", Киев, Наукова Думка,1992; 1968-1969წწ. სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ენტომოლოგიის ინსტიტუტში (ქ. პრაღა) მწერების პათოლოგიასა და მცენარეთა მიკრობიოლოგიურ დაცვაში, სადაც სახელგანთქმულ მეცნიერ, პროფესორ იაროსლავ ვაიზერთან ერთად გამოქვეყნებულმა შრომებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ გამოვლენილი და აღწერილი მეცნიერებისათვის ახალი ვირუსების სახეობები შეტანილია კატალოგში - В. В. Гулий "Микроорганизмы полезные для виометода", Издательство "Наука", Новосибирск, 1981; 1973 წელს, როგორც სსრკ სასოფლო-სამეურნეო დელეგაციის წევრი მივლინებული იყო იაპონიაში, საიდანაც მის მიერ ინტროდუცირებული ვირუსების ახალი სახეობები საბჭოთა კავშირის მთელი რიგი სამეცნიერო ცენტრების კვლევის საგანი გახდა, მისი საქმიანობით შემდგომში, 1977 წელს დაინტერესდა ცნობილი იაპონელი მეცნიერი კასუმასა კატაგირი, მათი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში - "Вопросы вирусологии", №7, 1983. Москва; 1988 წელს ც. ჩხუბიანიშვილმა ი. შმალგაუზენის სახელობის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იგი მონაწილეობდა საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და უცხოეთის ქვეყნებში (რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბულგარეთი, დანია, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, ჩინეთი, იაპონია, აშშ) გამართულ კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი; მოამზადა 10 მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიური კონტროლის განყოფილებას. მისი საშუალებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო ურთიერთობას ისრაელსა და საქართველოს შორის. ეს ფაქტი აღინიშნა ისრაელისა და საქართველოს პრესაში (ჟურნალი "დროშა", №92-93, 1997; გაზეთები "მენორა", №9, 1996, "მამული",№5, 1997; "თელავის მოამბე", №27, 1997). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ვირუსოლოგი, მიკრობიოლოგი, ენტომოლოგი .

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ს მწერების პათოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: