შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზა ჯაჭვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფშაველი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1975 წელს ჟურნალ "ნობათში". 1970 წლიდან იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" შტატგარეშე კორესპონდენტი, ხოლო 1973 წლიდან გაზეთ "კომუნისტის" ტექნიკური მუშაკი, გაზეთ "საქართველოს რეპუბლიკის" კორესპონდენტი. იყო გაზეთ "კავკასიის" დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. 2004 წელს საპატიო ჩარგლელად აირჩიეს. მისი სცენარით გადაღებულია სატელევიზიო ფილმები: "სტორის ხეობა", "პანკისელი ქისტები", "ჭიჭყვის ხეობაში". იზა ჯაჭვაძის პუბლიცისტური წერილების კრებულში "მიყვარხარ, მთაო, ტიალო" გადმოცემულია კახეთისა და თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის პრობლემები. გამოცემული აქვს პუბლიცისტური და პოეტური კრებულები. მიღებული აქვს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პრემია. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.219; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; საინფორმაციო - პოლიტიკური, საზოგადოებრივ - შემეცნებითი პორტალი: qartuliazri.reportiori.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |