The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო აივაზაშვილი

სოსო აივაზაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ აივაზაშვილი
დაბადების თარიღი:1888  (137 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1905 წელს თელავში ჩამოაყალიბა წითელი რაზმი, მონაწილეობდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში. ერთ-ერთი დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხიზნა და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლას აგრძელებდა. 1906 წელს პოლიციამ სოსო აივაზაშვილი დააპატიმრა, თელავში გამართულმა საველე-სამხედრო სასამართლომ 6 წლით კატორღა მიუსაჯა. 1906-1912წწ. იყო პოლიტკატორღელი, სასჯელის მოხდის შემდეგ გადაასახლეს იმიერბაიკალის მხარეში, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ განთავისუფლდა. 1917-1929წწ. ჭლექით დაავადებული ცხოვრობდა ჩიტის ოლქის სოფელ პესჩანკაში. 1929 წელს დაბრუნდა თელავში, სადაც მეტეოროლოგიურ სადგურში დამკვირვებლად მუშაობდა. რევოლუციონერი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.220

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    რუსეთის პირველი რევოლუციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით

გააზიარე: