დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2008 წლიდა რუსთაველის თეატრის მსახიობია; რუსთაველის თეატრში ნათამაშები როლები: ბერთულეს ქალიშვილი (ფელისიენ მარსო, "კვერცხი", რეჟ. სანდრო მრევლიშვილი); მეხანძრე (მაქს ფრიში, "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ. რობერტ სტურუა); ქეთუთა (გიორგი მგელაძე, "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება", რეჟ. გიორგი მგელაძე); ქეთი (ირაკლი სამსონაძე, გიორგი თავაძე, "დაბოლილი მთვარე", რეჟ. გიორგი თავაძე); მარია (უილიამ შექსპირი, "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ. რობერტ სტურუა); იგი ეკრანზე პირველად გამოჩნდა საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ – ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან", სადაც ის ასრულებს ანჩოს როლს. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე; ფილმოგრაფია: მაია ("რენე მიდის ჰოლივუდში", რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე, 2010), თინჩო ("ოცნების ქალაქი", რეჟ. დავით იმედაშვილი, 2010), ქეთა (სიყვარულის ბალადა", რეჟ. ირაკლი კაკაბაძე, 2011), ეკა ("გული+", რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე, 2011), პეპი ("ანოს და ვანოს თავგადასავალი", რეჟ. ჯაბა მელქაძე, ლევან დაბრუნდაშვილი, 2011), კლარა-მძარცველი ("ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი, რეჟ. ზურა მენთეშშვილი, 2014-2015), ნია ("გივი", რეჟ. დუტა სხირტლაძე, 2014); გადაღებულ იქნა ნესტან-დარეჯანის როლში "ვეფხისტყაოსნის" შესაძლო ეკრანიზაციის საცდელ კადრებში; იყო სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი; ასევე გაიმარჯვა სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მეორე სეზონში; 2015 წლიდან "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს "ნიჭიერი" ჟიურის წევრი; 2015-2018 წლებში "რუსთავი 2"-ის მუსიკალური მეგაშოუს "X ფაქტორი" წამყვანი; 2021 წლიდან "რუსთავი 2"-ის გადაცემის "The Talk შოუ" წამყვანი; კინოსა თეატრის მსახიობი, რეიტინგული შოუების ტელეწამყვანი.
წყარო: კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური): imdb.com; ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org