შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსლან აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. 1994-1996წწ. იყო "ბაშარან მეტალის" კომერციული დირექტორი; 1996-2006წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე; 2006-2009წწ. იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2009-2013წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2015-2018წწ. "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის" მრჩეველი; 2017-2018წწ. დირექტორი; 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად; 2019 წლის 11 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაის საიტი: abkhazia.gov.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |