The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ხუციშვილი

ოთარ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1932
გარდაცვ. თარიღი:14 აგვისტო, 2022  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რუისპირი, თელავის რაიონი.

1957-1959წწ. მუშაობდა კომკავშირის თელავის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნის თანამდებობაზე; სხვადასხვა წლებში იყო ახმეტისა და თელავის რაიონული გაზეთების რედაქტორი. 1992 წლიდან იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქციაში ეკონომიკის რედაქციის რედაქტორი და ამავე გაზეთის ყოველკვირეული დამატების "ეკონომიკის" რედაქტორი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.213; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108; facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: