The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩხუბიანიშვილი

გიორგი ჩხუბიანიშვილი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, ჟურნალისტი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის ფაკულტეტი).

ქ. მურმანსკში ოფიცრის წოდებით იყო სამხედრო სამსახურში. 1981 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მუშაობდა ნიუ-იორკში მხაზველად, ტაქსის მძღოლად, ბროკერად, ყიდდა აქციებს. იყო რადიო "თავისუფლების" მიუნხენის ბიუროს ჟურნალისტი, 1986 წელს ევროპიდან ისევ აშშ-ში დაბრუნდა, სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ფინანსებისა და ინვესტიციების განხრით. 1991 წლის ივლისში მუშაობა დაიწყო "ამერიკის ხმაში". ჩამოსული იყო საქართველოში. (წარმოშობით არის სოფელ რუისპირიდან, თელავის რაიონი).

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.193


გააზიარე: