The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1980  (43 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1998 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც უკრაინაში ჩატარდა; 1999 წელს მომღერალმა "სლავიანსკი ბაზარსა" და "ზალატოი შლიაგერში" ("Золотой Шлягер") მიიღო მონაწილეობა; 2000 წელს გრან-პრი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსზე "რადუგა კავკაზა-2000" ("Радуга Кавказа-2000"); გრან-პრი მიიღო ასევევ ჩატარებულ კონკურსებში "ვარნა 2003" (ბულგარეთი) და "ასტანა 2004" (ყაზახეთი); 2004 წელს მან ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა; წარმატებებს მიაღწია ფესტივალებში "მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი" ("Море друзей Ялта - Киев Транзит", უკრაინის დროშა, 2005); "ეილატი" (אילת, ისრაელის დროშა, 2007); "პესნი მორია" ("Песни моря", უკრაინის დროშა, 2008); "ევროვიზია 2012 -ის" მონაწილე; პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2016 წლის  30 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში პირველი სოლო კონცერტი გამართა; 2019 31 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მეორე სოლოკონცერტი ჩაატარა; არის ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პრაიმშოუს" წამყვანი. 14 საერთაშორისო კონკურსის­ გამარჯვებული, შოუმენი.


გააზიარე: