The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გევორქ პეტროსიანი

Legal name:გევორქ ტერ-პეტროსიანი
Date of birth:23 November, 1859
Date of death:10 November, 1906  (at 46 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

1878 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში; 1881 წლიდან - პროფესიულ თეატრებში (ორდუბატიანის ფსევდონიმით). 1890 წლამდე მოღვაწეობდა პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრებში; 1890-იანი წლების დასაწყისში გადმოვიდა ამიერკავკასიაში და მუშაობა დაიწყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის დასში; აღზარდა მრავალი მსახიობი; დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული კულტურის განვითარებაში. ასრულებდა სხვადასხვა ამპლუის როლებს. მათგან მნიშვნელოვანია გოროდნიჩი (გოგოლის "რევიზორი"), ვანიუშინი (ნაიდიონოვის "ვანიუშინის შვილები"), დემურინი (ნემიროვიჩ-დანჩენკოს "სიცოცხლის ფასი"), ანანია გლახა (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), მილერი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დონ კარლოსი (ჰიუგოს "ერმანი"), პეტრუჩიო (შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და სხვა როლები. თეატრალური მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 8.- თბ., 1984. - გვ.51


Share: